Jump to content

10 რეკომენდაცია კანაბისის შენობაში მოსაყვანად

Recommended Posts

შინაარსი

კანაბისის სამედიცინო და რეკრეაციული მიზნებისთვის მოყვანა სულ უფრო პოპულარული ხდება, რაც დაკავშირებულია მრავალ ქვეყანაში მცენარის ლეგალიზებასთან. ინფორმაცია განჯის მოყვანის შესახებ სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. იმისათვის რომ მიიღოთ კარგი მოსავალი, უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა.

10 რეკომენდაცია კანაბისის შენობაში მოსაყვანად

 

1. სწორი LED განათების შერჩევა

ბოლო წლებში ტექნოლოგიები ელვისებური სისწრაფით ვითარდება. გამონაკლისს არც ლედ განათება წარმოადგენს. იმ ფირმებმა, რომლებიც ადრე საუკეთესოდ ითვლებოდა, დათმეს პოზიციები და მათი ადგილი LED განათების ახალი მეთოდებით მწარმოებელმა კომპანიებმა დაიკავა. ისინი ქმნიან დიოდებს, რომლებიც სიმარტივით გამოირჩევა და აქვს პოზიტიური გავლენა კულტივაციის შედეგებზე.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველი ნიმუშები არ ვარგა. როდესაც საქმე ეხება კანაბისის მოყვანას დიოდებით, თითქმის ყველა მოდელი გამოსადეგია. ყველაზე დაბალი ხარისხის ნათურის საშუალებითაც კი არის შესაძლებელი საუკეთესო მოსავლის მიღება. ზოგიერთი კომპანია აწარმოებს სპეციალურად მარიხუანას მოსაყვან სანათებს. ასეთი მოდელები, როგორც წესი, უზრუნველყოფს სწრაფ და ჯანსაღ ზრდას, უკეთეს მოსავალს, მკვრივ ყვავილედებს, ძლიერ სურნელს და ბოლოს სტაფში კანაბინოიდების რაოდენობასაც კი ზრდის.

მწარმოებელი ფირმის არჩევისას აუცილებლად გამოიჩინეთ დიდი ყურადღება. ზოგი მათგანი გთავაზობთ დაბალ ბიუჯეტურ ვარიანტებს, რომლებიც სწორი გამოყენებისას არაფრით ჩამოუვარდება ძვირად ღირებულ მოდელებს. ყოველ წელს ჩნდება სულ უფრო მეტი ნიმუში, რომლებსაც აქვს ახალი ფუნქციები, გაუმჯობესებული სპექტრი და ა. შ. რეკომენდირებულია აირჩიოთ ის პროდუქცია, რომლის შემქმნელიც ტესტავს მას უშუალოდ ფსიქოტროპულ მცენარეებზე. ამგვარად თქვენ გეცოდინებათ, თუ როგორი გავლენა ექნება განათებას მცენარეზე. ზოგ განათებას აქვს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ის კანაფის მოყვანისას, რაც ძალიან სასარგებლოა, რადგან ინსტრუქციაში გათვალისწინებულია ტექნიკის ყველა თავისებურება.

როდესაც საქმე ეხება დიოდებს, ყველა ვარიანტი ერთნაირი არ არის. შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ:

  • პირობები, რომელშიც უნდა იმუშავოს სანათმა (მაგალითად, ერთი ეგზემპლარი უფრო ეფექტურია მაღალი ტემპერატურის დროს, მეორე კი გათვლილია სიცივეზე);
  • მცენარის განვითარების ეტაპი (ზოგიერთი ვარიანტი გათვლილია მსხვილი მცენარეებისთვის ყვავილობის სტადიაზე, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება დარგვის მომენტიდან მოსავლის აღებამდე, სხვები კი გათვლილია კონკრეტული ფაზისთვის).
  • სასურველი შედეგი (ზოგი მოდელი ხელს უწყობს კანაბისის ზრდას, ზოგი კი ანელებს).

კარგი ლედ განათების შეძენისას, ხარჯები აგინაზღაურდებათ კარგი მოსავლით.

 

დამატებითი რჩევა

არ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო დიოდები, რამდენადაც მათ აქვთ ზედაპირი, რომელიც ამცირებს სინათლეს, რომელიც ხვდება მარიხუანას. თუ გსურთ LED განათების გამოყენება კანაფის მოსაყვანად, გირჩევთ შეიძინოთ მოდელი, რომელიც უშუალოდ ამ მიზნებისთვის არის გათვლილი. მარიხუანას მოსაყვანად გათვლილი ყველაზე იაფი დიოდური ნათურების კი, საყოფაცხოვრებო ნათურებთან შედარებით იძლევიან საუკეთესო შედეგებს.

 

2. დამატებითი კვირტების გაზრდა

მცენარის ზრდის საწყის ეტაპზე სირთულეს არ წარმოადგენს მათ საბოლოო ფორმასა და ზომაზე ზემოქმედება. შესაძლებელია გავზარდოთ რამდენიმე მსხვილი ღერო, რაც მიგვიყვანს მოსავლის რაოდენობის ზრდასთან დახურულ შენობაში. არსებობს 3 პოპულარული მეთოდი, რომელიც გვაძლევს რამოდენიმე მსხვილი ღეროს გზრდის საშუალებას:

  • „დაბალ სტრესული გადახრა“ (LST- Low Stress Training) - ცენტრალური ღეროს მარტივი გადახრა. ხორციელდება ბუჩქის განვითარების საწყის ეტაპზე.
  • ტოპპინგი - ბუჩქის ზედა ნაწილის შემოჭრა, როდესაც ის სულ რამოდენიმე კვირის არის.
  • მანიფოლდი ან ფლუსინგი (წინამორბედი ტექნიკები ექსტრემალური „ვარჯიშისთვის“).

ასეთი მანიპულაციები რამოდენიმე კვირით ანელებს მცენარის ზრდას ვეგეტაციის სტადიაზე. მაგრამ ყველა მოლოდინი გამართლდება მოსავლის რაოდენობით და ხარისხით.

 

3. შექმენით „მაგიდა“

ეს გახლავთ ღეროების რაოდენობის ზრდის თემატიკის გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ბუჩქზე რამოდენიმე ყვავილედი - უკვე კარგი შედეგია, მოსავლიანობის ზრდის უფრო ეფექტური მეთოდი გახლავთ ყველა ღეროს ერთნაირ მანძილზე განთავსება სინათლის წყაროსთან. ნებისმიერ განათებას აქვს „ტკბილი ლაქა“, სადაც გირჩები, როგორც წესი, იზრდება ყველაზე დიდი. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ბრტყელი ზედაპირის შექმნით. მაგვარად ყველა გირჩი იქნება საუკეთესო ადგილზე.

შენიშვნა: ეს რჩევა განკუთვნილია იმ გროვერებისთვის, ვისაც მარიხუანა შენობაში მოჰყავს.

ტოტების მაგიდის ზედაპირის მსგავსად განთავსება შესანიშნავია ბრტყელი და განიერი სანათების შემთხვევაში, მაგალითად დიოდი და კვანტური პლატა, ტ5 და სხვა. მაგრამ, თუ თქვენ იყენებთ განათებას მცირე ძირითადი სინათლის წყაროთი (მაგალითად ნათურა, სადაც მთელი შუქი მთელ სივრცეში გამოდის ერთი პატარა წერტილიდან), შესაძლებელია შექმნათ „თასი“.

მარიხუანას „თასის“ ფორმით მოყვანის მაგალითი

მარიხუანას „თასის“ ფორმით მოყვანის მაგალითი.

დიდი ცენტრალური ნათურის გამოყენებისას (მაგალითად MH, HPS, LEC / CMH, COBs და სხვა) მცენარე გვერდებში იზრდება ცოტა უფრო მაღალი, რათა მიიღოს მეტი შუქი. ეს დაეხმარება გირჩებს გაიზარდოს ისეთივე ზომის, როგორიც შუა ნაწილშია.

 

4. როდის უნდა გადავიყვანოთ კანაბისი 12/12 განათებაზე

ფოტოპერიოდული მარიხუანას მოყვანისას (სტანდარტული ან ავტომოყვავილე) აუცილებელია ყვავილობის სტადიის დაწყება მისი 12/12 განათების რეჟიმზე გადაყვანით. ეს ნიშნავს, რომ განათების წყაროზე ტაიმერი უნდა დააყენოთ ისე, რომ ბუჩქები 12 საათის განმავლობაში იღებდნენ საკმარის ენერგიას. დანარჩენი დროის მანძილზე მცენარე უნდა იყოს სრულ სიბნელეში.

იმისათვის, რომ მცენარემ დაიწყოს კვირტების წარმოქმნა, მათ აუცილებლად უნდა შეუცვალოთ განათების რეჟიმი. ისმის კითხვა: როდის სჯობს ამის გაკეთება? პასუხი მარტივია. ორიენტირებული უნდა იყოთ ბუჩქის სიმაღლეზე. რამდენადაც ყვავილობის ფაზის დაწყების შემდეგ მარიხუანა დაახლოებით ორჯერ გაიზრდება სიმაღლეში, გრაფიკის შეცვლის საუკეთესო დრო არის მაშინ, როდესაც კანაბისის სიმაღლე სასურველი სიმაღლის ნახევარს მიაღწევს. ამიტომ, თუ გსურთ 1 მეტრის სიმაღლის ბუჩქის გაზრდა, შეცვალეთ განათების გრაფიკი, როდესაც ბუჩქი 50სმ. იქნება. თუ გსურთ 30სმ. ბუჩქის გაზრდა, დაიწყეთ მაშინ, როდესაც ის 15სმ. იქნება.

თუ განათების რეჟიმს დროზე ადრე შევცვლით, ბუჩქი გაიზრდება ძალიან პატარა. ასევე დაზარალდება მოსავალი. თუ რეჟიმს შეცვლით დროზე გვიან, მცენარე შეიძლება იმხელა გაიზარდოს, რომ დაიკავებს მოსაყვანად გამოყოფილ მთელ სივრცეს. მაშინაც კი, თუ გაქვთ საკმარისი სივრცე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დიდი მცენარე არ იქნება პატარაზე უკეთესი. ეს იმიტომ ხდება, რომ დაბლა მდებარე გირჩები რჩება პატარა და ართმევს ენერგიას ზედა ნაწილში მდებარე გირჩებს. ასეთ შემთხვევაში მათი ფსიქოტროპიული თვისებები საგრძნობლად უარესდება. ხშირად ამ ყოველივეს იწვევს არა საკმარისი განათება.

მართალია დიდი ნათურები იძლევა საკმარისი რაოდენობის შუქს დიდი მცენარეების მოსაყვანად, პატარა დიოდები იძლევიან უკეთეს შედეგებს პატარა ბუჩქების მოყვანისას. ეს იმიტომ ხდება, რომ, თუ კვირტები მდებარეობს სინათლის წყაროსგან შორს, ქვედა ამონაზარდები იქნება არა მხოლოდ მარტო, არამედ დააზარალებს და გააუარესებს მცენარის ზედა ნაწილის ხარისხსაც. შედეგად, მოსავალი იქნება მცირე და სუსტი ფსიქოტროპული ეფექტით.

მარიხუანა მცირე ამონაზარდებით

მარიხუანა მცირე ამონაზარდებით

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მცენარის ქვედა ნაწილში მდებარე კვირტები არასდროს ღებულობს საკმარისი რაოდენობის სინათლეს, იმიტომ რომ განთავსებულია განათებისგან ძალიან შორს. გარდა ამისა, ეს ბუჩქები 12/12 განათებაზე ბევრად ადრე უნდა ყოფილიყო გადაყვანილი.

თუ ისე მოხდა, რომ მარიხუანა გაიზარდა ძალიან მაღალი, მაგრამ ჯერ კიდევ იმყოფება ყვავილობის საწყის სტადიაზე, შესაძლებელია ყველაფრის გამოსწორება «Lollipopping» ტექნიკის საშუალებით. ეს ტექნიკა გულისხმობს მცენარის ქვედა ნაწილში მდებარე, ცუდად განათებადი ყველა ნაწილის მოშორებას, რაც გარანტიას იძლევა, რომ მცენარე მთელ ძალისხმევას მოახმარს მხოლოდ კვირტების მომწიფებას. ეს პროცედურა ჩატარებული უნდა იყოს მანამ, სანამ ტოტებზე დაიწყება ახალი ამონაზარდების ფორმირება. ეს იძლევა გარანტიას, რომ ყვავილობის სტადიაზე მთელი ენერგია მოხმარდება ზედა გირჩებს. ამგვარად, მოსავლის რაოდენობა შემცირდება, მაგრამ მისი ხარისხი ამად ღირს.

აღნიშნული ტექნიკა დაგეხმარებათ ყვავილედების ხარისხის გაუმჯობესებაში. თუ ბუჩქი იმდენად მაღალია, რომ არ გყოფნით ადგილი, შემდეგი რჩევა დაგეხმარებათ.

 

5. სუპერ გაყოფა

სუპერ გაყოფა ძირითადად გულისხმობს ღეროების ექსტრემალურ გადახრას. ისინი ხშირად ისეთი მყიფეა, რომ პროცესის სიფრთხილის გარეშე ჩატარებისას, შესაძლებელია გადატყდეს. მაგრამ ეს მეთოდი იძლევა მცენარით მანიპულირების საშუალებას. მისი გამოყენებისას შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა ტოტის გადახრა სხვა და სხვა კუთხით, რაც იძლევა საშუალებას მნიშვნელოვნად შევამციროთ ბუჩქის სიმაღლე, მაშინაც კი თუ ის უკვე დიდია და ტოტები სრულად ფორმირებულია. გარდა ამისა, ამგვარად შესაძლებელია მოსავლის რაოდენობის ზრდა (თუ ბუჩქმა სტრესი კულტივაციის პროცესში გადაიტანა, იზრდება ტგკ-ს დონე).

სუპერ გაყოფა

სუპერ გაყოფის ტექნიკის მაგალითი

სუპერ გაყოფის ტექნიკის მაგალითი

კანაფის მაგალითი, სუპერ გაყოფის მეთოდის შემდეგ. მისი ტოტები არ შემოჭრეს ადრეულ სტადიაზე ასეთი ფორმების მისაღებად. ის იზრდებოდა მაღალი და თხელი, ამიტომ გროვერი ხრიდა ყველა ღეროს მართი კუთხით, რათა მნიშვნელოვნად შეემცირებინა სიმაღლე და მიეღო სასურველი ფორმა, რაც უზრუნველყოფდა გირჩების წონის მაქსიმალურ ზრდას.

 

6. სტრატეგიული დეფოლაცია (მოსავლის, ყვავილედების სიმკვრივის და ზომის გაზრდა)

ეს ბევრად თანამედროვე მეთოდია. სტრატეგიული დეფოლაცია ყვავილობის სტადიაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მოსავალს, მის სიმკვრივეს და ზომას, თუ ყველაფერი ჩატარდება სწორად. ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოშორდეს ფოთლების უმეტესი ნაწილი ყვავილობის სტადიის დასაწყისში, დაახლოებით 3 კვირაში გაიმეორეთ პროცედურა. ზედმეტი ტოტების მოშორება ამცირებს ტენიანობის დონეს კამერაში და იმის ალბათობას, რომ გაჩნდება სოკო ან ობი.

დეფოლაცია ბევრად ეფექტურია, როდესაც მარიხუანა ძალიან ხშირია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ კანაფის მარცხენა ნაწილი არის ჩრდილში. არც ერთი ყვავილედი არ იზრდება 3-5 სანტიმეტრზე დიდი, რადგან ისინი არ ღებულობენ საკმარისი რაოდენობის სინათლეს, ან ჰაერს ფოთლების დიდი რაოდენობის გამო.

12/12 გადაყვანილი მცენარის მაგალითი

12/12 გადაყვანილი მცენარის მაგალითი

ბუჩქი დეფოლაციის შემდეგ

ბუჩქი დეფოლაციის შემდეგ

შემდეგ მას მიეცა ზრდის საშუალება 3 კვირის განმავლობაში

შემდეგ მას მიეცა ზრდის საშუალება 3 კვირის განმავლობაში. ამ დროს გროვერი არ ეხებოდა ფოთლებს. ამ დროის შემდეგ, მცენარე ასე გამოიყურება:

შემდეგ ჩატარდა დეფოლაცია

შემდეგ ჩატარდა დეფოლაცია. თუ არ გაქვს ამ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, არავითარ შემთხვევაში არ მოაშოროთ ფოტოზე ნაჩვენებ რაოდენობაზე მეტი ფოთოლი:

შემდეგ ფოტოზე ნაჩვენებია ჩატარებული სამუშაოს შედეგი

შემდეგ ფოტოზე ნაჩვენებია ჩატარებული სამუშაოს შედეგი. მიაქციეთ ყურადღება, მცენარეზე არ არის პატარა კვირტები.

მიაქციეთ ყურადღება, მცენარეზე არ არის პატარა კვირტები

 

მნიშვნელოვანი ფაქტები დეფოლაციის შესახებ

მოცემული პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე წესი. ეს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ პროცესს და მოგცემთ გაზრდილ მოსავალს.

  • დეფოლაცია ბევრად ეფექტურია ძალიან ხშირ ბუჩქებზე, რადგან სინათლის და ჰაერის გარეშე დარჩენილი გირჩები ფორმირდება არასწორად. ზოგიერთი შტამი არასდროს არ ხშირდება, ამიტომ მათთვის ეს მეთოდიკა არ გამოდგება. რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსავალი ზიანდება იმ ფოთლების შემოჭრით, რომლებიც არ უშლიან მცენარეს განათების და ჰაერის მიღებას;
  • გამოიყენეთ მეთოდი ყვავილობის სტადიის დასაწყისში ან შუაში, როდესაც ძირითადი სტრუქტურა ჯერ კიდევ ფორმირდება. როდესაც ისინი ფორმირებულია, მეთოდი ნაკლებად ეფექტურია;
  • არ გამოიყენოთ ტექნიკა დაავადებულ, სუსტ და ნელა მზარდ მცენარეებზე, რადგან ის გამოიწვევს განვითარების შეფერხებას;
  • თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მოაჭერით ნაკლები რაოდენობის ფოთლები. თქვენ ყოველთვის შეძლებთ ზედმეტის მოშორებას შემდეგ ჯერზე;
  • მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა კვირტს ხვდებოდეს სინათლე და ჰაერი. მცენარის გამოხშირვის მეთოდი უზრუნველყოფს ყვავილედებს დიდი რაოდენობის ენერგიით;
  • დეფოლაციის ზოგადი გრაფიკები:
  • ყვავილობის 1 და 4 კვირა - დეფოლაციის ჩატარება 12/12 გრაფიკზე გადასვლისთანავე;
  • ყვავილობის 3 და 6 კვირა. ბევრი გროვერი ახორციელებს შემოჭრას ამ დროს და ღებულობს შესანიშნავ შედეგებს;
  • ზოგიერთი მებაღე არ ეყრდნობა გრაფიკს, ის უბრალოდ აჭრის მცირე რაოდენობით ფოთლებს, როდესაც ამჩნევს, რომ მცენარე ზედმეტად გახშირდა;
  • ავტომოყვავილე შტამებს არ აქვს ყვავილობის სტადიის განსაზღვრული „დასაწყისი“ (მათ არ სჭირდებათ 12/12-ზე გადაყვანა). ამიტომ რთულია დეფოლაციის დროის განსაზღვრა. რეკომენდირებულია ტექნიკის გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. მაგალითად, როდესაც ფოთლები ერთმანეთს ეხება და წარმოქმნის ტენიან მონაკვეთებს, კვირტები არ იღებს სინათლეს, ბუჩქები ზედმეტად ხშირია, ან ტოტებს შორის არ ხვდება სინათლე/ჰაერი.
 

7. განსხვავება მდედრობით და მამრობით მცენარეებს შორის

კანაფი, როგორც წესი, არსებობს მდედრობითი და მამრობითი. მდედრი ეგზემპლარები წარმოქმნიან ყველასათვის საყვარელ კვირტებს, მამრი კი - მტვრის პარკუჭებს, რომლებშიც არ გროვდება ტგკ და სხვა კანაბინოიდები. მამრის ნაყოფის მოწევა და ნებისმიერი სხვა სახით მოხმარება არც ისე სასიამოვნოა, ასევე მათ მიერ გამომუშავებული მტვერი აფუჭებს ყვავილედებს. არავის მოსწონს ფხვიერი ყვავილედები და თუ ისინი ძალიან არის გაფუჭებული, ეს ახდენს ნეგატიურ გავლენას არასასურველ თვისებებზე. თუ არ გეგმავთ თესლების შეგროვებას, სავარაუდოდ მოინდომებთ მამრი მცენარეების სასწრაფოდ მოშორებას.

განსხვავება მდედრობით და მამრობით მცენარეებს შორის

ფხვიერი გირჩების მაგალითი

სამწუხაროდ, შეუძლებელია შეხედოთ ახალგაზრდა მცენარეს და გაიგოთ მდედრია ის, თუ მამრი. ერთ-ერთი ვარიანტია - დაელოდოთ, ვიდრე მცენარეზე გაჩნდება ყვავილები. ზოგ შტამს ისინი უჩნდება 3 კვირაში, მაგრამ ზოგს ფორმირება შეიძლება 2 თვეშიც კი დაეწყოს.

თუ არ გსურთ დაელოდოთ, სანამ მარიხუანა გადავა ვეგეტაციის პერიოდში, უნდა დაელოდოთ იმ მომენტს, როცა საჭირო გახდება 12/12 რეჟიმზე გადაყვანა და შეხედოთ, წარმოქმნის თუ არა მცენარე მდედრ კვირტებს (თავიდან ისინი თეთრ ბუსუსებს ჰყავს) ან მამრ მტვრის პარკუჭებს (თავიდან ისინი ყურძნის მტევნებს ჰგავს ფეხბურთის ბურთის ფორმით). შემდეგ აუცილებელია მოაშოროთ მამრი ეგზემპლარები კამერიდან, რათა არ მოხდეს მდედრი მარიხუანას დამტვერვა (ისინი აიძულებენ მათ თესლების წარმოქმნას).

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მცენარეების დაახლოებით ნახევარი მამრია. ეს ნიშნავს, რომ 12/12 რეჟიმზე გადასვლის შემდეგ უნდა მოშორდეს მცენარეების ნახევარი.კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თანაფარდობა ყოველთვის 50/50-ზე არ არის. თქვენ შეიძლება მოიყვანოთ 4 ბუჩქი და 4-ვე იყოს მამრი. იმის არ ცოდნამ, კონკრეტულად რამდენი ეგზემპლარი იყვავილებს, შეიძლება შექმნას სირთულეები.

 

მამრობით მცენარეებთან ბრძოლის 6 ვარიანტი

არსებობს მამრი მცენარეების თავიდან არიდების რამოდენიმე მეთოდი. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, არც ისე რთული იქნება დიდი მოსავლის მიღება მდედრი მცენარეებიდან.

  • დაიწყეთ ფემინიზირებული თესლებით ან ცნობილი მდედრი მცენარეებით. ეს იძლევა გარანტიას, რომ ნარგავების 99% იქნება მდედრი. ეს მეთოდი რეკომენდირებულია გროვერების უმეტესობისთვის, შენობაში მოყვანისას.
  • აიღეთ ახალგაზრდა კანაფის ფოთოლი და გაგზავნეთ ლაბორატორიაში მისი სქესის დასადგენად (თუმცა ეს გზა მოითხოვს დროს და ფინანსებს).
  • დაელოდეთ, სანამ ვეგეტაციის სტადიაზე არ გაჩნდება პირველი ყვავილები (ზრდასრული ყვავილების პატარა ნაირსახეობები, რომლებიც გვიჩვენებენ მცენარის სქესს ჯერ კიდევ მის დაკვირტვამდე). ამ მეთოდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ზოგიერთი შტამი შესაძლებელია რამდენიმე თვე იყოს ვეგეტაციის ფაზაში. ამ დროის განმავლობაში მარიხუანა შეიძლება სასურველ ზომებს ასცდეს.
  • აიღეთ ნიმუში არსებული მცენარიდან (არ დაგავიწყდეთ მონიშნოთ, რომელი ნიმუში რომელი მცენარიდან არის აღებული) და მოათავსეთ ის ცალკეულ კამერაში 12/12 რეჯიმში,. რაც გამოიწვევს ყვავილობას და ამგვარად შეძლებთ სქესის განსაზღვრას. ამაზე არის დამოკიდებული, რა სქესის იქნება მიღებული ამონაზარდი.
  • ზოგიერთ მებაღეს გადაჰყავს ახალგაზრდა მცენარეები 12/12 რეჟიმზე, სანამ დაიწყება ყვავილობა, შემდეგ გადაჰყავთ მცენარეები კვლავ ვეგეტაციის სტადიაზე, რათა გააგრძელონ მათი კულტივირება მანამ, სანამ არ დადგება რეალური ყვავილობის დრო. ერთ-ერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ უცნაური ციკლები მიგვიყვანენ დაგვიანებულ მომწიფებამდე.
  • ყურადღება მიაქციეთ მცენარეს 12/12-ზე გადაყვანის შემდეგ, სასწრაფოდ მოაშორეთ ყველა აღმოჩენილი მამრი მცენარე. ამ რჩევის ნაკლი ის არის, რომ თქვენ არ გეცოდინებათ მამრების ზუსტი რაოდენობა, სანამ არ დაიწყება ყვავილობის ფაზა. შესაძლებელია თქვენ არ გქონდეთ არც ერთი მამრი, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, ყველა მამრი აღმოჩნდეს.

ასევე პრობლემა გახლავთ «herms» (მას ასევე «hermies» უწოდებენ), რაც გულისხმობს ჰერმაფროდიტ მცენარეებს. ასეთი მცენარეები წარმოქმნიან როგორც კვირტებს, ასევე მტვერს. რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეიძლება თვლიდეთ მცენარეს მდედრად, მაგრამ თუ ის დაიწყებს მტვერის გამოყოფას, ყვავილედები იქნება ფხვიერი.

 

რა უნდა ვიცოდეთ Herms-ის შესახებ

ჰერმაფროდიტი მცენარე საკმაოდ დიდი იშვიათობაა, მაგრამ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ მათ წარმოქმნას, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ძირითადი წესი.

  • ზოგიერთი hermies არასდროს არ იზრდება, იმის მიუხედავად თუ როგორ კარგადაც არ უნდა უვლიდეთ მას, ზოგი ჩნდება სტრესის მოქმედების შედეგად. სამწუხაროდ, მცენარე ჰერმაფროდიტი შეიძლება გახდეს ნებიმიერ პირობებში, მოვლის მიუხედავად, რაც დამოკიდებულია მის გენეტიკაზე;
  • ყოველთვის შეიძინეთ სათესი მასალა სანდო გამყიდველისგან. ფრთხილი სელექციონერები ეძებენ და სპობენ გენეტიკური მასალიდან მუტაციისადმი მიდრეკილ ეგზემპლარებს;
  • მოერიდეთ სინათლის „გაპარვას“ (მცენარეზე სინათლის მოხვედრას სიბნელის 12 საათიან პერიოდში), არ შეამოწმოთ ისინი სიბნელის დროს. ბნელ ფაზაში განათება იწვევს არა მხოლოდ ორსქესიანი მცენარის წარმოშობას, ამან შეიძლება გამოიწვიოს კვირტების ჭკნობა და სიკვდილი, როდესაც მცენარე დაბრუნდება ვეგეტაციის პერიოდში;
  • ზედმეტი სითბო, სინათლის წყაროს ახლო მანძილზე განთავსება და გარემოს სხვა ექსტრემალური პირობები ნეგატიურ გავლენას ახდენს მცენარის განვითარებაზე;
  • გამოიყენეთ განათების სტაბილური გრაფიკები. ყვავილობის ეტაპზე ეცადეთ უზრუნველყოთ მარიხუანა ერთნაირი, 12 საათიანი სიბნელისა და სინათლის პერიოდებით, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში. ამისათვის გამოიყენეთ ტაიმერი. ისინი ავტომატურად ირთვება საჭირო დროს;
  • ყურადღებით დაათვალიერეთ მდედრი ბუჩქები, მათზე მტვრის პარკუჭების და ყვითელი, ბანანის მსგავსი პატარა ამონაზარდების არსებობა მიგვანიშნებს პრობლემაზე;
  • ყურადღება მიაქციეთ კვირტებზე თეთრ ბუსუსებს, რომლებიც მუქდება განვითარების ადრეულ სტადიაზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი დამტვერვას იწყებენ. ყურადღებით დაათვალიერეთ და შეამოწმეთ სადმე ხომ არ არის „ბანანები“ ან მტვრის პარკუჭები.

ყვითელი ამონაზარდების მაგალითი. ყურადღება მიაქციეთ მუქ-წაბლისფერ ბუსუსებს კვირტებზე. ეს გახლავთ დამტვერვის მაგალითი. დეტალური დათვალიერებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ლამაზ ყვავილედებს შორის უამრავი „ბანანია“. როგორც კი ამ ყოველივეს შეამჩნევთ, ის სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ. თითოეული წუთი მნიშვნელოვანია, რადგან „ბანანები“ ძალიან მალე იწყებენ სხვა ბუჩქების დამტვერვას.

რა უნდა ვიცოდეთ Herms-ის შესახებ

ზოგჯერ შეიძლება შეამჩნიოთ მტვერის პარკუჭები, მაგრამ ყვითელი ამონაზარდები არა. საბედნიეროდ პარკუჭები არ უშვებს მტვერს მანამ, სანამ სრულად არ მომწიფდება და არ გაიხსნება. ამგვარად, გროვერს ასეთი მარიხუანას გაჩენიდან ექნება რამდენიმე კვირა პრობლემების დაწყებამდე. ნებირმიერ შემთხვევაში ასეთი მცენარე უნდა მოშორდეს კამერიდან, რათა არ მოხდეს სხვა ბუჩქების დამტვერვა.

რა უნდა ვიცოდეთ Herms-ის შესახებ

 

8. საუკეთესო დრო მოსავლის ასაღებად

ყველა გროვერის სურვილია რაც შეიძლება მალე მიიღოს თავის შრომის შედეგი. კვირტების შემოჭრის სურვილი ჩნდება მათი მომწიფებისთანავე. მოსავლის ადრეული აღება არა მხოლოდ ამცირებს მოსავლიანობას (კვირტების ზომა მკვეთრად იზრდება მათ სრულ მომწიფებამდე 2-3 კვირით ადრე), ეს ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს მიღებული პროდუქციის ჰალუცინოგენურ თვისებებს. საშუალოდ კანაბისის კულტივაცია 4 თვეს შეადგენს, ამიტომ მოითმინეთ კიდევ რამდენიმე კვირა მოსავლის ასაღებად.

გირჩები მზად არის ასაღებად, როდესაც მასზე ყველა ბუსუსი გამუქდება. კაშკაშა ტრიქომები ასევე იცვლის ფერს მომწიფებისას. იმისათვის, რომ ყურადღებით დაათვალიეროთ ტრიქომები, გამოიყენეთ გამადიდებელი შუშა. ეს მოგცემთ საშუალებას შეარჩიოთ ოპტიმალური დრო მოსავლის ასაღებად. ტრიქომები - გირჩების სიმწიფის ყველაზე ზუსტი მაჩვენებელია. ამიტომ, თუ გაქვთ ამის საშუალება, რეკომენდირებულია გამოიყენოთ სწორედ ეს მეთოდი.

მომწიფების დრო დამოკიდებულია კონკრეტულ ჯიშზე. ზოგიერთ შტამს სულ 2 თვე სჭირდება ყვავილობის სტადიაზე, ზოგს 14 კვირა და მეტიც. ჯიშის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ აღწერაში ყვავილობის ვადებს, რათა იცოდეთ, თუ როდის რას ელოდოთ. თუმცა მებაღეების უმეტესობა არ აფასებს დროის მნიშვნელობას. შესაძლებელია დაგჭირდეთ რამოდენიმე კვირით მეტი მის მომწიფებამდე, ვიდრე მითითებულია ინსტრუქციაში, იმისათვის რომ მოსავალი მზად იყოს ხარვესტისთვის. ამიტომ რეკომენდირებულია შეადგინოთ გეგმა იმის გათვალისწინებით, რომ მათ დასჭირდებათ დამატებითი დრო სრულ მომწიფებამდე. სინათლის წყაროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში.

 

9. იაფი, მაგრამ სასარგებლო ხელსაწყოები

იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაამარტივოთ მარიხუანას მოვლის პროცესი, შესაძლებელია გამოიყენოთ სპეციალური აღჭურვილობა. არსებობს მოდელები, რომლებიც სპეციალურად არის შემუშავებული ჰალუცინოგენების მოსავლელად. ასეთი ვარიანტები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირია. მაგრამ არსებობს უნივერსალური ინვენტარიც. ასეთი ინსტრუმენტები ბევრად იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ იქნება ნაკლებად ეფექტური, ვიდრე მათი ძვირად ღირებული ანალოგები.

  • თოკის საკიდები - ისინი იძლევა საშუალებას მარტივად ასწიოთ და დასწიოთ სინათლის წყარო, ნახშირის ფილტრები ან სხვა მძიმე საგნები, რომლებიც აუცილებლად უნდა განთავსდეს კანაფის მოსაყვან სივრცეში;
  • კანაფის მოსაყვანი პლასტმასის ხამუთები - ისინი სპეციალურად არის შემუშავებული მსხვილი კვირტების დასაჭერად, რამდენადაც ისინი ძალიან მძიმდება. მოწყობილობა შეიძლება დარეგულირდეს ნებისმიერ სასურველ სიმაღლეზე;
  • ელვა შესაკრავები - მათი უნივერსალურობის გამო, ისინი ძალიან სასარგებლოა სახლის პირობებში კულტივაციისთვის. მაგალითად, მათი გამოყენება შეიძლება ვებ კამერის ან თერმომეტრის პალატაში დასამაგრებლად, ასევე შეიძლება დამაგრდეს დიოდი ოთახის ზედა ნაწილში, როდესაც ბუჩქები სიმაღლეში ძალიან გაიზრდება და ა.შ.
  • მავთული მცენარეების დასამაგრებლად - ის შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რათა მოათავსოთ ღეროები საჭირო მდგომარეობაში. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს კანაფის ვარჯიშს და მისთვის სასურველი ფორმის მიცემას;
  • თერმომეტრი/ჰიგრომეტრი ზონდით ან დისტანციური სენსორით. ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა მარტივად დამონტაჟდეს ზონდი ან მაჩვენებელი ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლისთვის. მაჩვენებლების კონტროლი შესაძლებელია შენობაში შეუსვლელად. მოწყობილობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ შემთხვევაში, თუ გროვერს არ აქვს გროვის მონახულების დრო, ან მცენარე იმყოფება 12 საათიანი სიბნელის რეჟიმში.

თოკის საკიდები, აუცილებელია მოწყობილობების სიმაღლის რეგულირებისთვის

იაფი, მაგრამ სასარგებლო ხელსაწყოები

კანაფის მოსაყვანი პლასტმასის ხამუთები იჭერს მძიმე გირჩებს

იაფი, მაგრამ სასარგებლო ხელსაწყოები

მავთული იჭერს ღეროებს საჭირო მდგომარეობაში

იაფი, მაგრამ სასარგებლო ხელსაწყოები

თერმომეტრის/ჰიგრომეტრის ზონდიანი ან დისტანციური მაჩვენებლით ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლისთვის

21.jpg

 

10. ოსტატობის მთავარი საიდუმლო

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომელიც აუცილებელია ფსიქოტროპიული ეფექტის მქონე მცენარეების მოსაყვანად. უნდა გაუმკლავდეთ პრობლემებს ეფექტურად.

 

როგორ გავხდეთ კანაფის კულტივაციის ოსტატი

  • გამონახეთ დრო, რათა ყოველდღიურად საგულდაგულოდ დაათვალიეროთ ბუჩქი. დაათვალიერეთ ფოთლები, დარწმუნდით, რომ ყველა მწვანე და ჯანმრთელია. შეამოწმეთ ღეროები, რომ არ გამოგეპაროთ მათზე „ბანანების“ ან მტვრის პარკუჭების არსებობა. ყველაზე გამოუცდელ გროვერსაც შეუძლია გაარჩიოს ჯანმრთელი და დაავადებული მარიხუანა;
  • როდესაც ხედავთ პრობლემას, არ დააიგნოროთ ის;
  • ყოველი სირთულის აღმოჩენისას დაფიქრდით, რა შეცვალეთ (შეიძლება დაამატეთ ახალი სასუქი, შეცვალეთ ტემპერატურა, განათება და ა.შ.).
  • გამოიყენეთ ინტერნეტი, რათა გაიგოთ სხვა და სხვა პრობლემების მიზეზები და მათი აღმოფხვრის ხერხები;
  • ითხოვეთ დახმარება, თუ თავად ვერ არკვევთ პრობლემის მიზეზს. არსებობს მრავალი ჯგუფი და ფორუმი, რომელიც დაგეხმარებათ;
  • მნიშვნელოვანია: არ დაიდანაშაულოთ თავი, თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურდათ. პროფესიონალი გროვერებიც აწყდებიან პრობლემებს! მცენარე - ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ფლობს საკუთარ, ინდივიდუალურ სასიცოცხლო ციკლს.
 

3 ბონუსი საუკეთესო ხარისხის გირჩებისთვის

პირველი

თავი აარიდეთ დამოუკიდებლად მოყვანილი თესლების გამოყენებას, არასდროს იცით რას უნდა ელოდეთ. სავარაუდოდ თქვენ წააწყდებით herms-ს (ჰერმაფროდიტები - ეს მოვლენების განვითარების 2 ვარიანტიდან ერთ-ერთია, რომლის დროსაც გირჩები იქნება ფხვიერი. ორსქესიანი მცენარის განვითარება დამოკიდებულია გენეტიკაზე, ამიტომ იმის გამოცნობა, თუ როგორი მცენარე განვითარდება თქვენი საკუთარი თესლებიდან, შეუძლებელია). გროვერები შტამის შერჩევისას ყურადღებას აქცევენ მოსავლიანობას, სუნს, ეფექტის სიძლიერეს და სხვა მახასიათებლებს. გენეტიკას აქვს უდიდესი გავლენა მცენარის განვითარებაზე, გირჩებზე, მათ სიმკვრივეზე, THC / CBD დონეზე და თითქმის ყველაფერზე. მაგალითად, თქვენ ვერ აიძულებთ დაბალი THC მქონე ჯიშს წარმოქმნას დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერებები. შეუძლებელია მიიღოთ ბევრი ტრიქომები, თუ შტამი არ არის განკუთვნილი ამისთვის. სუსტი სურნელის მქონე ჯიშისგან შეუძლებელია კარგი და ძლიერი სურნელის მქონე ეგზემპლარის გაზრდა. თუ თქვენ გინდათ კანაფი რომელიმე კონკრეტული მახასიათებლით, უნდა შეარჩიოთ შესაბამისი გენების მქონე სათესი მასალა. ასეთ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად იქნებით კმაყოფილი მიღებული შედეგებით. თესლების შეძენა სანდო გამყიდველებისგან იძლევა დამატებით შესაძლებლობებს. ჩვენს დროში თესლების მიწოდება ხდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. თუ თქვენ აპირებთ 3-5 თვის დახარჯვას კანაბისის მოსაყვანად, შეარჩიეთ ჯიშები, რომლებიც მოგწონთ. ინვესტიცია ამად ღირს!

მეორე

მოახდინეთ მანიპულირება სიმკვრივით, სურნელით და მბზინვარებით: თუ გჭირდებათ მკვრივი ყვავილედები, ძლიერი არომატი ან ტრიქომების ინტენსიური წარმოება, ძირითად ფაქტორს წარმოადგენს გენეტიკა. ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი, რადგან ზედმეტ სითბოს შეუძლია შეასუსტოს სუნი და სიმკვრივე. მომატებული ტენიანობა ამცირებს ბზინვარებას და ნეგატიურად მოქმედებს სიმკვრივეზე. ზოგიერთ სინათლის წყაროს, მაგალითად LEC 4200k ნათურით, მივყავართ ტრიქომების დიდი რაოდენობით წარმოქმანასთან და სხვა ნათურებისგან განსხვავებით, ძლიერი არომატის წარმოშობასთან. ზოგიერთი დანამატის მწარმოებელი ამტკიცებს, რომ მათ პროდუქციას შეუძლია გააუმჯობესოს სხვა და სხვა ფაქტორები, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია საეჭვოა.

მესამე

მოიყვანეთ კაშკაშა და გაჯერებული ყვავილები. კვლავაც, ამ საკითხში შტამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგი ჯიში იძლევა უმშვენიერეს კვირტებს ყველაფრის მიუხედავად, ზოგი კი მაინც მწვანე კვირტებს იძლევა ნებისმიერი ძალისხმევის მიუხედავად. ჯიშებს, რომლებიც ლამაზ ფერებს იღებს, აუცილებლად სჭირდება დამატებითი მოვლა. ლამაზი ფერების გამოსავლენად, უნდა უზრუნველყოთ თბილი დღეები და გრილი ღამეები ყვავილობის სტადიაში. დიოდების გამოყენება ასევე იძლევა ლამაზი ფერების გამოვლენის საშუალებას.

მარიხუანას მოყვანა ძალიან რთული და შრომატევადი პროცესია. მას უნდა მივუდგეთ დიდი პასუხისმგებლობით. სტატიაში მოცემული რჩევები საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უხვი და ხარისხიანი მოსავალი.

Share this post


Link to post

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.
Note: Your post will require moderator approval before it will be visible.

Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Restore formatting

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...